ახალი ამბები
,,მიწას არ დავთმობ, ჩემი მამაპაპეულია" - სოფლის კრება ზედსიძის წინააღმდეგ

 

გზის გაყვანასა და გაფართოებას რამდენიმე ადგილობრივი მოსახლის ხეხილის ნაკვეთები შეეწირება. 

 

,,მე ჩემ ხეხილის ბაღებს არ დავთმობ. ეს ადგილები მამაპაპეული მიწებია" - უთხრა ძლევიჯვარელმა მოსახლემ კრების მონაწილეებს.

 

,,როგორი მამაპაპეული მიწაა, ზედსიძედ ხარ დირბიდან ძლევიჯვარში" - უპასუხეს მას.

 

მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა გულიაშვილის განცხადებით, გამგეობის სპეციალისტები მიწის ნაკვეთებს ხელახლა გადაზომავენ და ზედმეტობის დადგენის შემთხვევაში ჩამოართმევენ.

 

,,თუ მიტაცებული გაქვთ მიწა, უმჯობესია, თავადვე დაუთმოთ სოფელს, თუ არა და, აზომავენ და რაც ზედმეტია, იმაზე ტრაქტორი გაივლის" - უთხრა ზაზა გულიაშვილმა ზედსიძეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები