ახალი ამბები
გორის მერი: რა განსხვავებაა პოპულარულ და პროფესიონალ ჟურნალისტებს შორის

 

ტრადიციულ მილოცვებს მოჰყვა დისკუსია მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების ურთიერთობის თემაზე.


,,მიმაჩნია, რომ ქვეყანას მართავს არა ადამიანთა ჯგუფი, არამედ საზოგადოებრივი აზრი, რომელსაც დიდწილად მედიასაშუალებები ქმნიან. დღეს საზოგადოება კეთილგანწყობილია ჟურნალისტების მიმართ და მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას უტყუარ ჭეშმარიტებად თვლის. ამ ფონზე თქვენს ობიექტურობასა და სამართლიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება როგორც საზოგადოების, ისე ხელისუფლების უკეთესობისკენ ზრდისთვის. იყავით კრიტიკულები, მაგრამ ობიექტურები და კეთილსინდისიერები ისე, რომ საზოგადოებამ შეგაფასოთ როგორც პროფესიონალი ჟურნალისტები.“- ასე მიმართა მერმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებს და სამახსოვროდ სიმბოლური საჩუქრები გადასცა. 


ქართული ჟურნალისტიკის იუბილეზე ტრადიციული სადღესასწაულო ტორტი ქალაქის მერმა და ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ერთობლივად გაჭრეს. შეხვედრის ბოლოს კი, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ აქციას, ჭრელი წინდებით გამართული ერთობლივი ფოტოსესიით შეურთდნენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები