ახალი ამბები
ქვიშხეთში კომპენსაციას მიიღებენ

 

 

აღნიშნული სამუშაოების ჩატარება 2014 წლის 12 აგვისტოს წვიმის შედეგად მოვარდნილმა ღვარცოფმა გამოიწვია, რომლითაც ხაშურის რაიონის სოფელი ქვიშხეთი მნიშვნელოვნად დააზარალა. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს მთავრობის 26 აგვისტოს N:1480 განკარგულებით ხაშურის მუნიციპალიტეტისათვის 1 082 531 (ერთი მილიონ ოთხმოცდაორი ათას ხუთას ოცდათორმეტი) ლარი გამოიყო.


შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა, გუბერნატორის მოადგილემ ამირან შავშიშვილმა და ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს. 

 

ადგილობრივი მოსახლეობისათვის სტიქიის შედეგად მიყენებული ინფრასტრუქტურული ზარალის ასანაზღაურებლად გამოყოფილია 104 004 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომლის გაცემაც კომპენსაციის სახით ეტაპობრივად მიმდინარეობს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები