ახალი ამბები
გაზიფიცირებისა და გამრიცხველიანების პირველი ეტაპი ქარელის რაიონში

 

 

,,გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლებიდან წლის დასაწყისში შიდა ქართლში 8 სოფლის გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყება. ამ 8 სოფლიდან 5 ჩვენს რაიონში შედის" - განაცხადა ზაზა გულიაშვილმა.

 

რაც შეეხება ელექტოენერგიას,  ამ კუთხით, გამრიცხველიანების პირველი ეტაპის სამუშაოების შესახებ გრაფიკიც ცნობილია.

 

ზაზა გულიაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე სასირეთის, ღვლევის, წვერის, ჭანდრების და აბისის აბონენტები გამრიცხველიანდება. სამუშაოები მარტის ბოლოდან დაიწყება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები