წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის
გორის რაიონულმა სასამართლომ მამაკაცი 1000 ლარით დააჯარიმა.
1983 წელს დაბადებულ მამაკაცის დაჯარიმებაზე მოსამართლემ
ადმინისტრაციული სამართალდარღვეათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების
საფუძველზე იმსჯელა.
საქმე ეხება 2 ივლისს, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მიკროავტობუსის მძღოლსა და
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის, მომხდარ ინციდენტს.
ახსნა-განმარტების მიხედვით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა
მიკროავტობუსი გააჩერა და მძღოლს ჯარიმა გამოუწერა. პატრული მოქალაქეს
უმტკიცებდა, რომ მას უსაფრთხოების ღვედი არ ეკეთა და ამით კანონი
დაირღვა.
,,როდესაც პატრულმა მძღოლს ჯარიმა დაუწერა, მძღოლი გაღიზიანდა და უარი
განაცხადა ქვითრის აღებაზე. ამოვიღოთ კამერის ჩანაწერები, თან თეთრი
მაისური მაცვია და კარგად გამოჩნდება მეკეთა თუა არა ღვედიო -
ეუბნებოდა პატრულის თანამშრომელს მძღოლი. პოლიციელმა მძღოლს უთხრა,
ქვითარი აიღეთ, თორემ დაგაკავებთო. მძღოლი კი მოითხოვდა კამერების
ჩანაწერები ვნახოთო. პატრულმა მკლავში ხელი მოკიდა, გადაუგრიხა და
მანქანის ,,კაპოტზე“ გადააწვინა. მეორე პოლიციელიც მოვიდა და
მარშუტკის მძღოლი დააკავეს. დაკავებისას მოქალაქეები პოლიციელებს
სთხოვდნენ ჩანაწერები ენახათ და მძღოლი არ დაეკავებინათ.“- ამბობს
ინციდენტის თვითმხილველი.
სტატიის გამოყენების პირობები