ზაზა გულიაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტი ყველა საშუალებას გამოიყენებს იმისათვის, რომ ამ პროცესს ხელი შეუშალოს, თუნდაც, მოსახლეობას საქმე ეკონომიკის სამინისტროსთან ჰქონდეს. სახელმწიფო მიწებს აუქციონზე, სწორედ, ეკონომიკის სამინისტრო ჰყიდის.
ზაზა გულიაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი 13 292 ლარის განაწილებასთან დაკავშირებულ კრებაზე შეხვდა. მას ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გამო მადლობა გადაუხადეს. საბავშვო ბაღი ბრეთის მეურნეობაში მდებარეობს და თემში შემავალ სამ სოფელს ემსახურება. კრების შემდეგ ზაზა გულიაშვილი საბავშვო ბაღს ესტუმრა.
საბავშვო ბაღის ხელმძღვანელის განმარტებით, სიის მიხედვით საბავშვო ბაღში 84 ბავშვი ირიცხება. რას ნიშნავს ,,სიით", საბავშვო ბაღის გამგეს არ განუმარტავს.
ზაზა გულიაშვილს საბავშვო ბაღის საძინებელში დაკიდებული ფარდები არ მოეწონა, რადგან მზის სხივები ოთახში ადვილად აღწევს. საბავშვო ბაღის ხელმძღვანელის განმარტებით, ახალი ფარდების დასამაგრებლად სამაგრები არ აქვთ.
სტატიის გამოყენების პირობები