ახალი ამბები
ვინ გააკეთა ვარიანის საბავშვო ბაღი?

 

,,ბაღი ამ ეტაპზე 35 აღსაზრდელს მოემსახურება. ადგილობრივების თხოვნით, იგეგმება ბაღის გაფართოება. უახლოეს პერიოდში დაიწყება შენობის მეორე ნაწილის რეაბილიტაციაც, რის შემდეგაც საბავშვო ბაღში დამატებითი ჯგუფები გაიხსნება." - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალურ ინფორმაციაში.

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კახა ტოლიაშვილის განცხადებით, რომელმაც ინტერვიუ მხოლოდ ადგილობრივ ტელევიზიას ,,თრიალეთს" მისცა, საბავშვო ბაღი 2011-2012 წწ-ში გაკეთდა. შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ვერანაირი დოკუმენტი მოიპოვა.

 

სამაგიეროდ, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შესყიდვების ნუსხაში 2013 წელს ვარიანის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები ჩანს. კერძოდ, მოძიებულ იქნა შპს ,,მოდერნ 2007"-თან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც 2014 წლის აპრილით თარიღდება. ხელშეკრულების მიხედვით, ვარიანის საბავშვო ბაღს კანალიზაციის და გაზმომარაგების სამუშაოები ჩაუტარდა.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები