ახალი ამბები
გორის რაიონის გამგებლის 6 თვიანი ანგარიში მოისმინეს

 

დავით ონიაშვილმა საზოგადოებას გააცნო ყველა ის პროექტი, რაც მუნიციპალიტეტში 2014 წლის აგვისტო-დეკემბრის თვეში განხორციელდა. თვითმმართველი თემი - გორის მუნიციპალიტეტი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდა.

 

ანგარიშის შემდეგ გამგებელმა 2015 წელს დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა. 2015 წელს სოფლებში პრიორიტეტული პროექტებია: სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწესრიგება, საბავშვო ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია, გზების მშენებლობა-რეკონსტრუქცია და სხვა.

 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი საზოგადოებას დაპირდა, რომ გამგეობის მიერ გაწეულ მუშაობას მათ ეტაპობრივად გააცნობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები