ახალი ამბები
,,გუბერნატორმა მოხედოს თავის სახლს" - შემონათვალი ატენიდან

 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტს კონკრეტული ფაქტების დასახელებისკენ მოუწოდა. ჟურნალისტმა პირობა დადო, რომ თუკი ის ნათქვამს ვერ დაადასტურებდა, საჯაროდ ბოდიშს მოიხდის.

 

პრემიერ-მინისტრის განცხადებიდან მალევე შიდა ქართლის გუბერნატორმა ადგილობრივი ჟურნალისტები სოფელ ატენში საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთზე მშენებარე სახლთან მიიწვია. გუბერნატორის და ატენში მცხოვრებთა თქმით, მამაპაპისეულ მიწაზე 3 სართულიანი სახლი 7-10 წელია შენდება, ხოლო მას შემდეგ, რაც რუსიშვილი გუბერნატორი გახდა (2013 წლის ბოლოს), სახლიც და ნაკვეთიც მიტოვებული აქვს და მოუვლელობისგან ძველდება.

 

,,თრიალეთის" დამფუძნებლის და მეწილის ბადრი ნანეტაშვილის განცხადდებით, ჟურნალისტმა პრემიერ-მინისტრს ხალხის ნათქვამი უთხრა, ხოლო ვინ ხალხის, ეს არც სოფელ ატენში მყოფმა ჟურნალისტმა გაგვიმხილა. ჟურნალისტის თქმით, მას აინტერესებდა, ჰქონდა თუ არა გუბერნატორს ლომბარდი და ბენზინგასამართი სადგური.

 

ჩვენს კითხვაზე, ჰქონდა თუ აქვს, ჟურნალისტმა გვიპასუხა: ,,ააქვს?"

 

ატენში შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გუბერნატორის და ,,თრიალეთის" ჟურნალისტის საუბარიც ჩაიწერა: ,,დამისახელეთ რომელ ბიზნესს ვფლობ" - ჰკითხა რუსიშვილმა ჟურნალისტს. ჟურნალისტმა კი ამის მაგალითი ვერ მოიყვანა.

 

,,ნეტავ რამე აშენდეს ჩვენს ხეობაში, გეოგრაფიის მასწავლებელი ვარ და დღეს გაკვეთილი სწორედ ტურიზმზე და რეკრეაციულ ზონების შესახებ ჩავატარე. გუბერნატორი აქ თუ სასტუმროს ააშენებს და იქ ჩვენს ხალხს დაასაქმებს, ეს კარგი საქმე იქნება" - გვითხრა ატენის საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელმა. პედაგოგების თქმით, ატენის ხეობაში ინფრასტრუქტურაა განსავითარებელი.

 

ცნობისათვის, 2012 წელს ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთმა” კომპანიის 10 პროცენტიანი წილი მილიონ აშშ დოლარად  ტელეკომპანია “მეცხრე არხს” მიჰყიდა, რომელსაც პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“  ლიდერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ფლობდა.

 

ზურაბ რუსიშვილი კი, 2013 წლამდე ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულ ,,ქართუ ბანკის" ცენტრალური სერვისცენტრის მენეჯერი იყო.

 

ზურაბ რუსიშვილი

დაბადების თარიღი:  22.05.1978

განათლება

1995-1999 წწ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. სპეციალობა - საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები და მართვის ორგანიზაცია საჰაერო ტრანსპორტზე;

1992-1995 წწ  - ქ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სკოლა-ინტერნატი (კომაროვი)

1984-1992 წწ - ქ.თბილისის მე-4 საშუალო სკოლა

 

სამუშაო გამოცდილება:

13/12/2013 წლიდან დღემდე - სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტებში

01/11/2013 - 12/12/2013 წწ -  ს.ს. ,,ბანკი ქართუ“-ს ცენტრალური სერვისცენტრის მენეჯერი;

06/2008 – 01/11/2013 წწ - ს.ს. ,,ბანკი ქართუ“- ს გორის სერვისცენტრის მენეჯერი;

09/2004 – 06/2008 წწ - ს.ს. ,,ბანკი ქართუ“-ს სათაო ოფისი. კლიენტთა მომსახურების ცენტრის უფროსი;

07/2002 -09/2004 წწ - ს.ს. ,,ბანკი ,,ქართუ“-ს რუსთავის ფილიალი. დირექტორის მოადგილე;

2001-2002 წწ - ს.ს. გაერთიანებული ქართული ბანკი“ კრწანისის ფილიალის სერვისცენტრის მენეჯერი;

1999-2000 წწ -  ს.ს. ,,გაერთიანებული ქართული ბანკი“ დიდუბის ფილიალი. ანგარიშების მენეჯერი;

 

 

იხ. ამავე თემაზე: ,,პიარი არ გინდათ - ანუ რა მისწერა ნანეტაშვილმა გუბერნატორს"

Print

სტატიის გამოყენების პირობები