ახალი ამბები
სასწრაფოს მანქანას ტაქსი დაეჯახა

 

ავტოსაგზაო შემთხვევა ქალაქის ცენტრში მოხდა. მიზეზებს პოლიცია არკვევს.

 

სოფელ მეტეხიდან პაციენტი კასპის სამედიცინო ცენტრში, თირკმლის დაავადების დიაგნოზით, გადაჰყავდათ. დაშავებულები საავადმყოფოში სხვა კერძო ტაქსებით გადაიყვანეს, რადგან ბრიგადები გამოძახებაზე იყვნენ გასული.

 

ხუთივე მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რამდენიმე მათგანია მეტეხიდან წაყვანილი პაციენტის ნათესავია.

 

,,აღენიშნებოდათ სხეულის სხვადასხვა მიდამოს რბილი ქსოვილების დაჟეჟილობები, ექსკორაცია სხვადასხვა მიდამოში, ხოლო სასწრაფოს მორიგე ექიმს მარინე მამაცაშილს, მარცხენა მცირე წვივის ძვლის გოჯის მოტეხილობა აქვს. რაც შეეხება პაციენტს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას გადმოყავდა,  ჩაუტარეს პროფილაქტიკური სამედიცინო დახმარება და გაწერეს ბინაზე." - განაცხადეს საავადმყოფოში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები