ახალი ამბები
ფულით სავსე ჩანთა რესტორან ,,აგურებში" შეიტანეს

 

,,კაკო ბერიანიძეს თავისი კომპანია ჰქონდა და კერძო თუ იურიდიულ პირებს სხვადასხვა კონსულტაციებს უწევდა. დაკავების ფაქტი ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობას არ უკავშირდება" - გვითხრა გიორგი იაშვილმა.

 

შემოსავლების სამსახურის ცნობით, ყალბი დოკუმენტის დამზადება- გასაღების ფაქტზე კასპის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი კაკო ბერიანიძე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედების შედეგად  დაკავეს.

 

,,მან ერთ-ერთ კომპანიას შპს ,,მარიკო’’-ს გაუწია საკონსულტაციო მომსახურება და 180 000 ლარის სანაცლოთ, მის მიერ ყალბად დამზადებულ საგადასახადო ანგარიშ ფაქტურაში და სასაქონლო ზედდებულში ფიქტიურად მიუთითა რომ ,, შპს მარიკომ,,-მ ერთერთ კომპანიას გაუწია ნახევარ მილიონის ლარის მომსახურება, რაშიც სავარაუდოთ კაკო ბერიანიძემ შპს ,,მარიკოს’’-ს წარმომადგენელს თამარ ჭანიაშვილს დიდი ოდენობის თანხა მოსთხოვა. დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 დან 4 წლამდე ვადით." - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

 

აკაკი ბერიანიძესთან ერთად დააკავეს რესტორნის ის ოფიციანტი ქალბატონი, რომელმაც თამარ ჭანიაშვილის ავტომაქანიდან ჩანთა შემოუტანა რესტორანში, რესტორნის მომსახურე ქალბატონი სამართალდამცველებმა დაკითხვის შემდეგ გაანთავისუფლეს. რაცშეხება კაკო ბერიანიძეს, მისი ადვოკატის ნოდარ ცინცაძის განცხადებით,  ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ.

 

შპს ,,მარიკო" 2010 წელს აკაკი ბერიანიძემ დააფუძნა. კომპანიის საქმიანობის მიზნებში იურიდიული და ფინანსური კონსულტაციის გაწევა სახელდება. 2011 წლის თებერვალს აღნიშნული კომპანიის დირექტორის თანამდებობას აკაკი ბერიანიძე, საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყების მოტივით, ჩამოცდილდა, თუმცა კომპანიის 100%-იანი წლის მფლობელად დარჩა. აკაკი ბერიანიძემ საჯარო სამსახურში მუშაობა, სწორედ, 2011 წლიდან დაიწყო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები