ახალი ამბები
ფონდი ,,ქართველი" IC ბარათებში მოქალაქების აღმნიშვნელი გრაფის შეცვლას ითხოვს

 

ფონდი ,,ქართველის" თავმჯდომარის განცხადებით, მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტში ,,მოქალაქის" აღმნიშვნელ გრაფაში მითითებული ,,საქართველო"  საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელ მტკიცებულებას არ წარმოადგენს. ის შიშობს, რომ აღნიშნული დოკუმენტებით მოსარგებლე მოქალაქეების მიერ გაკეთებული პოლიტიკური არჩევნები მომავალში, შესაძლოა, მავანთა და მავანთა მხრიდან არალეგიტიმურად იქნას ცნობილი.

 

ამის გამო, ფონდის ხელმძღვანელი გამოძიების დაწყებას იმ პირთა მიმართ ითხოვს, რომლებმაც აღნიშნული დოკუმენტის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს.

 

ფონდ „ქართველს“ მიაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეთა პასპორტებშიც გრაფაში „მოქალაქეობა/citizenship“ მოქალაქეობის დადასტურება სიტყვა “საქართველოს“ მეშვეობით  უმართებულოა. ამას ორი მიზეზი აქვს:

 

,,პიროვნების დამადასტურებელ საბუთებში არ არის რეკომენდირებული ერთი და იგივე სიტყვის ორჯერ სხვადასხვა მნიშვნელობით გამოყენება და ლექსიკონური განმარტების გარდა მასში რაიმე სხვა შინაარსის ჩადება. სიტყვა „საქართველო“ კი არანაირად არ ნიშნავს მოქალაქეობას და როგორც ბარათში, ისე პასპორტშიც, უკვე ერთხელ გამოყენებულია ქვეყნის მოსანიშნად.

 

საბუთებში სასურველია თანამედროვე დასავლურ (მაგ. ფრანგულ) სტანდარტებზე გადასვლა, სადაც ეროვნების ცნება გაიგივებულია მოქალაქეობის ცნებასთან. ანუ საფრანგეთის ყველა მოქალაქე საბუთებით არის ფრანგი." - წერია განცხადებაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები