ხაშურსი რკინიგზის საავადმყოფოს ყოფილ შენობას რეკონსტრუქცია უტარდება, სადაც უახლოეს თვეებში დევნილებს შეასახლებენ, თუმცა 2012 წლის ნოებმერში შენობა სოციალურად დაუცველმა უსახლკარო 30-მდე ოჯახმა დაიკავა. ბოლო წლებში კი მხოლოდ 11 ოჯახი ცხოვრობდა აქედან 10 ოჯახი ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ქირით გაიყვანა 1 კი გასვლაზე უარს აცხადებს და ამბობს რომ „თუ შენობა სახელმწიფოსია მეც ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ“
მარეხ წიქარიშვილი 2 შვილთან ერთად საავადმყოფოს ყოფილ შენობაში 1 ოთახში ცხოვრობს, მას სასამართლო დავა დღემდე აქვს კაკო ლომიძესთან,რომელიც შენჯობის დაცვაში მუშაობდა და ამავდროულად იქ ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. წიქარიშვილი ლომიძეს ცემაში ადანაშაულებს და ამბობს რომ „გასული წლის სექტემბერში მას კაკო ლომიძე ფიზიკურად გაუსწორდა მიზეზს ვერ ასახელებს,როგორც ამბობს ამას წინ მისი ოთახიდან ნივთების მოპარვა უძღოდა.
“ბოლო რამდენიმე დღე ნივთები მეკარგებოდა კაკო ამ პერიოდში დაცვაში მუშაობდა და სწორედ მას მიქონდფა ჩემი კუთვნილი ნივთები“ ამბობს წიქარიშვილი.
ბრალდებას ბრალდებით პასუხობს კაკო ლომიძის მეუღლე, თამილა გელაშვილი მარეხ წიქარიშვილს ცემაში ადანაშაულებს
„5 კვირის ფეხმძიმედ ვიყარი როდესაც წიქარიშვილი ფიზიკურად გამისწორდა ამას ყველა დაადასტურებს ვინც იმ მომენტში საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ცხოვრობდა, ჩემი ქმარი დაცვაში მუშაობდა და მარეხიმ სახურავის შემოწმება სთხოვა,რის შემდეგაც მისი მხრიდან აგრესია წამოვიდა როგორც ვიცი მას ფსიქიკური პრობლემები აქვს, სწორედ ამას ვუკავშირებთ მის აგრესიას“
მხარეებმა პოლიციას მიმართეს ბრალდების მხარედ კი სასამართლოში მარეხ წიქარიშვილია წარდგენილი, სწორედ ეს უკანასკნელი პოლიციას და ხაშურის საავადმყოფოს ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს და ამბობს რომ მისი ცემის დროს პოლიციამ სათანადო ზომები არ მიიღო არც ექსპერტიზა ცატარებია რის გამოც სასამართლოში მას ტავის დაცვა უხდება.
წიქარიშვილმა მეტი თვალსაჩინოებისთვის იმ პერიოდში გადაღებული სურათიც მოგვაწოდა.მორიგი სასამართლო პროცესი ხაშურის რაიონულ სასამართლოში 2 აპრისაა ჩანიშნული.
მუნიციპალიტეტმა უსახლკარო მოსახლეობას 6 თვინი ხელშეკრულებები გაუფორმა და ქირის გადასახადს ადგილობრივი ბიუჯეტიდან უხდის რისთვისაც 11 700 ლარი გამოიყო,თუმცა მოსახლეობა აცხადებს რომ ხელისუფლებას 2 თვის ქირა მეპატრონეებისთვის არ ჩაურიცხავთ რის გამოც ისინი სახლის დაცლას სთხოვენ.
სტატიის გამოყენების პირობები