ახალი ამბები
დავა შვილის გამო და პოლიცია

 

მამის ადვოკატი აცხადებს, რომ დედას, რომელიც ამჟამად თავისი მშობლების საცხოვრებელ სახლში ცხოვრობს, ბავშვისთვის სათანადო პირობები არ გააჩნია და აქედან გამომდინარე ბავშვი მამასთან უნდა ცხოვრობდეს.

 

დედის ადვოკატი კი აცხადებს, რომ შვილი ბიოლოგიურად დედასთან არის მიჯაჭვული. ,,აქამდე მშობლები შეთანხმებულები იყვნენ, რომ მამა ყოველ შაბათს წაიყვანდა და კვირას დააბრუნებდა. რაკიღა შვილი კვირა დღეს არ დააბრუნა, დედა ამოვიდა შვილის წასაყვანად." - აცხადებს დედის ადვოკატი მაია ბიბილაშვილი.

 

მამის ადვოკატი ელზა პავლიაშვილი კი აცხადებს, რომ საოჯახო პირობები მამის ოჯახში უკეთესია, ხოლო დედას შვილის ნახვის უფლებას არავინ უზღუდავს: ,,თუ დედას შვილის ნახვა უნდოდა, მას შეეძლო მარტო მოსვლა ყოველგვარი 10 კაციანი ჯგუფის თანხლების და შემოჭრის გარეშე. დედა, სადაც ცხოვრობს, არანაირი პირობები არსებობს იქ. გარდა ამისა, უკვე ველოდებით სამედიცინო დასკვნას, რომ დედის ოჯახში ავადმყოფი მოხუცი მშობლებიც ცხოვრობენ და ბავშვის ჯანმრთელობას უქმნიან საფრთხეს" - აცხადებს ელზა პავლიაშვილი.

 

მშობლები თითქმის ერთი თვეა (5 წლიანი ცხოვრების შემდეგ) დაშორდნენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები