ახალი ამბები
გორის რამდენიმე მაღაზიაში ხაჭო დაბინძურებული აღმოჩნდა

 

 

2015 წლის 20 მარტს გორის მომხმარებელთა დახმარების ცენტრის თანამშრომლებმა შეიძინეს ასაწონი ხაჭოს ნიმუშები შემდეგ მაღაზიებში:

 

ცხინვალის გზატკეცილის #10-ში მდებარე ი.მ. ანზორ ბერიძის კუთვნილ მაღაზიაში შეძენილ იქნა ხაჭო „ნატურალ +“;

მშვიდობის ქუჩა #18 ა-ში მდებარე ი.მ. გიორგი სრესელის კუთვნილ მაღაზიაში შეძენილ იქნა ხაჭო „ქობულეთური“ და ხაჭო „ნებიერა“.

პროდუქტების ვარგისიანობის ვადა გასული არ იყო. სტერილურად შეფუთული ნიმუშები შესამოწმებლად ლაბორატორიას ჩაბარდა.

 

,,აღმოჩენილმა ბაქტერიებმა შეიძლება ადამიანის სერიოზული მოწამვლა გამოიწვიოს. ისინი საკვებში სხვადასხვა გზით შეიძლება მოხვდეს, დაწყებული დაბინძურებული ინგრედიენტებიდან, დამთავრებული საკვების მომზადების, შენახვისა და/ან დისტრიბუცია/რეალიზაციის დროს ჰიგიენის პირობების დაუცველობით. მართალია, ეს ბაქტერიები იოლად ნადგურდება საკვების თერმული დამუშავებისას (მოხარშვა, შეწვა), მაგრამ ხაჭოში, რომელსაც თერმული დამუშავების გარეშე მიირთმევენ, მათი არსებობა ჯანმრთელობისათვის სახიფათოა."

 

დარღვევის შესახებ ეცნობება მეწარმეებს, მაღაზიების მეპატრონეებს, მუნიციპალიტეტსა და სეს-ის შიდა ქართლის რეგიონულ სამმართველოს.

 

შემოწმება, რომელიც საქართველოს მასშტაბით ტარდება, იმ პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომლის ოფიციალური სახელწოდებაა - „ევროკავშირთან დაახლოების გამჭვირვალე პროცესი: სანიტარული და ფიტოსანიტარული პოლიტიკა საქართველოსა და მოლდოვაში“.

 

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პარტნიორები არიან მოლდოვას აღმოსავლეთ ევროპის ფონდი და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი. პროექტის ხანგრძლივობაა 30 თვე, ხოლო საერთო ბიუჯეტია 1,056,976 ევრო, რომლის 90%-ს ევროკავშირი აფინანსებს, ხოლო 10%-ს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida).



Print

სტატიის გამოყენების პირობები