გამოძიება ავტოსატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო. საპატრულო პოლიციის გორის განყოფილების სამი ოცეულის მეთაური გიორგი ხაჩიძე მხოლოდ იმას ამბობს, რომ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. მანქანა საჯარიმოზე გადაიყვანეს.
ასფალტზე მანქანის მიერ დამუხრუჭების კვალი არ ჩანს. დაშავებული გოგონა კი, რომელიც იქვე, მშვიდობის გამზირზე ცხოვრობს. სასწრაფო დახმარების მანქანით ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მეზობლები ამბობენ, რომ გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სტატიის გამოყენების პირობები