ახალი ამბები
4 ავარია, 11 დაშავებული და ერთი გარდაცვლილი ერთ დღეში

 

გორში, აღმაშენებლის გამზირზე 14 აპრილს მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა. გორმედის საავამდყოფოს მედპერსონალის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი სამხედრო სამსახურში ირიცხებოდა. ეს ავტოსაგზაო შემთხვევა ე.წ. ,,გეპეის" კორპუსთან მოხდა. ექიმებს აქვთ ინფორმაცია, რომ გამვლელიც დაშავდა.

 

იმავე დღეს გორმედის საავადმყოფოში, ავტობანზე მომხდარი ავარიის შედეგად, ცოლ-ქმარი სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით მიიყვანეს. ისინი, რომლებიც ქუთაისიდან არიან, დღეს 15 აპრილს გაწერეს.

 

14 აპრილს გვიან საღამოს საავადმყოფოში სოფელ ტყვიავიდან 3 პიროვნება მიიყვანეს. ორი მათგანი მძიმედ, უგონო მდგომარეობაში იყო, მესამეს კი თავის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. ერთ-ერთი მათგანი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში წევს. მანქანა, რომელშიც სოფელ მარანას მკვიდრნი ისხდნენ, ტყვიავში გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.

 

მეოთხე ავარია კი კასპის რაიონის ტერიტორიაზე მოხდა.

 

ყველა ფაქტზე სამართალდამცავებს ეჭვი აქვთ, რომ ადგილი ჰქონდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების არაფხიზელ მდგომარეობაში მართვას. 

 

აღდგომის დღეებში მძიმე ავარია, 13 აპრილს, სოფელ ახალდაბასთან მოხდა, რომლის შესახებაც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი უკვე წერდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები