ახალი ამბები
მკვლელობა ხაშურში

 

შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ხაშურში მცხოვრები, 1991  წელს დაბადებული ჯუდუ ო. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

 

სამართალდამცველებმა ჯუდუ ო. ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში ხონში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 


გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს  სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც  7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

 

მკვლელობა 2015 წლის 16 აპრილს მოხდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები