ახალი ამბები
,,დედამიწა ჩვენი სახლია"

 

ხატვის კონკურსში, რომელიც კასპის კულტურის ცენტრის შენობის წინ გაიმართა, გამგეობის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების მოსწავლეთა სახლთან არსებულმა ხატვის წრის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა ხატვის კონკურსის ყველა მონაწილე, მუნიციპალიტეტის გამგეობის სიგელით დააჯილდოვა, ხოლო ,,CENN”-ის კოორდინატორმა კასპში ირმა კიტრიაშვილმა, ასევე გადასცა სიგელები და საჩუქრები. 

 

აქცია მწვანე ბუშტების ჰაერში გაშვებით დასრულდა, რითიც პატარებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს დედამიწის გაფრთხილება, მწვანე და სუფთა გარემოში ცხოვრება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები