ახალი ამბები
რუსეთიდან ჩამოყვანილ მანქანებს ყალბი პასპორტებით ალომბარდებდნენ

 

აღნიშნული ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.

 

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს და შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, თბილისსა და მცხეთაში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თაღლითური დაჯგუფების ოთხი წევრი: 1973 წელს დაბადებული, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მიხაილ მ, 1979 წელს დაბადებული აგიტა მ, 1984 წელს დაბადებული ვლადიმირ ს. და 1973 წელს დაბადებული ალან ლ. დააკავეს.


სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ყალბი დოკუმენტაცია და სალომბარდე ხელშეკრულებები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე ამოღებულია თაღლითურად დაუფლებული სამი ავტომანქანა. ოთხივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.



გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითობის და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

Print

სტატიის გამოყენების პირობები