ახალი ამბები
გორში ახალგაზრდული საბჭო მერთან სისტემატურ თანამშრომლობას იწყებს

 

პროექტი განხორციელდა საქართველოს ხუთ ქალაქში: გორში, თელავში, ახალციხეში, ქუთაისსა და ზუგდიდში, სადაც ადგილობრივმა ახალგარდებმა წარმატებით ითანამშრომლეს მათი ქალაქის არჩეულ მერთან. თანამშრომლობის შედეგად ნაწილობრივ იცვლება ხუთივე ქალაქის იერსახე და ახალგაზრდების მერებთან თანამშრომლობა გადადის ინსტიტუციურ ნიადაგზე.  შეხვედრაზე ახალგაზრდებმა წარმოადგენეს მერებთან მათი თანამშრომლობის შედეგები და ის კონკრეტულ გეგმები, რომელთა განხორციელება ბევრად კომფორტულს და კრეატიულს გახდის საჯარო სივრცეებს პროექტის სამიზნე ქალაქებში. 

 

პროექტის შედეგების პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია,  თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს მთავრობის წევრები,  ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები და პროექტში ჩართული სტუდენტები. 

 

რა თქმა უნდა, ახალგაზრდული საბჭოს შესახებ პროექტის შედეგების პრეზენტაციას დაესწრო ქალაქ გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი, ასევე მისი მრჩეველი შალვა ტლაშაძე . ბატონმა ზურაბ ჯირკველიშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის ახალგაზრდებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა ერთგვარი რელაქსაციაა და იგი მზადაა, აქტიურად ითანამშრომლოს ახალგაზრდულ საბჭოსთან. 

 

მერის სათათბირო ორგანოს ახალგაზრდული საბჭოს შედეგების პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგნენ გორის საბჭოს წევრებიც.

 

ხაგრძლივი მუშაობის  და ქალაქის მერთან თანამშრომლობის შედეგად გადაწყდა - ტენდერის გამოცხადებამდე მერიამ და საკრებულომ, საზოგადოებასთან ერთად, კერძო კომპანიებთან გამართონ მოლაპარაკება, რათა გაირკვეს, რამდენად შესაძლებელია ქალაქ გორში ერთი წრიული რეისი დანიშვნა 22:00 საათზე;  ასევე  იგეგმება ხალხმრავალ  და ტურისტებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას  სამი სანიტარული პუნქტის გახსნა (მოწყობილი საშხაპე კაბინებით, ბარგის შემნახველი საკნებით და, რა თქმა უნდა, საპირფარეშოებით; ამ პუნქტებში იქნება ექთანიც);  გადაწყდა უფასო ინტერნეტის ჩართვა “ახალბაღში”. 

 

მერის სურვილია, ახალგაზრული საბჭოს საინიციატივო ჯგუფის წევრებმა  მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებულ პრობლემებზეც იმუშაონ. 

 

 პროექტი განხორციელდა ცესკოს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით. 

 

 ბლოგი მომზადებულია ეკა ადუაშვილის და გიორგი ლომსაძის მიერ. 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები