ახალი ამბები
საბავშვო ბაღების ,,სქემა" - რატომ დატოვეს 250 ბავშვი გარეთ?

 

,,ძალიან რთულ და სენსიტიურ სქემას წავაწყდით" - გვითხრა გორის მერის მოადგილემ ნუკრი ჯოხაძემ, რომლის საკურატორო საქმიანობაში სწორედ განათლების საკითხებიც შედის. საბავშვო ბაღებიდან გამოთხოვილმა სტატისტიკამ მერია რთული ამოცანის წინაშე დააყენა. იმ დროს, როდესაც ქალაქში რეგისტრირებული ოჯახების ბავშვები საბავშვო დაწესებულებების გარეშე რჩებიან, ამავე საბავშვო ბაღებში სხვა რაიონებში და ქვეყნებში რეგისტრირებული აღსაზრდელები დადიან. სხვათა შორის, გორის რაიონის სოფლებიდან ქალაქის ბაღებში 456 ბავშვი დადის.

 

ამ საკითხის მოგვარების ერთ-ერთ გზას გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი საბავშვო ბაღების რაოდენობის გაზრდაში ხედავს. 2015 წელს პერსპექტივაშია დამატებითი სააღმზრდელო ჯგუფის გახსნა მე-6 და მე-17 საბავშვო ბაღებში რეაბილიტაციის შემდეგ, ხოლო ვერხვების დევნილთა დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის გახსნის შემდეგ დევნილ ბავშვთა კონტინგენტი გამოთავისუფლდება. რაც შეეხება მე-12 საბავშვო ბაგა-ბაგს, სრული რეაბილიტაციის შემდგომ, აღნიშნულ შენობაში 6 სააღმზრდელო ჯგუფის  ფუნქციონირება გახდება შესაძლებელი.

 

ჯამში 2015 წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 750 000 ლარის ფარგლებში ქალაქის გორის ცხრა საბავშვო ბაღის ( პირველი, მეხუთე, მეექვსე, მეათე, მეთორმეტე, მეცამეტე, მეთოთხმეტე, მეთექვსმეტე და მეჩვიდმეტე საბავშვო ბაღების) რეაბილიტაცია იგეგმება.

 

რაც შეეხება ბავშვთა კონტინგენტს, სურათი ასეთია:

 

1 ბაღი (336 ბავშვი)

ქალაქიდან - 224; დევნილი - 56; რაიონიდან - 39; დანარჩენი 17 კი თბილისში, ქარელში, ბათუმში, სენაკში, ადიგენში, მცხეთაში, სურამში და თელავშია რეგისტრირებული.

 

მე-2 ბაღი (137 ბავშვი)

ქალაქიდან - 70; დევნილი - 53; რაიონიდან - 5; დანარჩენი 9 ოზურგეთში, ბორჯომში, კასპში, საჩხერეში, ხაშურში, დედოფლისწყაროში, თბილისში, თიანეთში და ბათუმშია რეგისტრირებული.

 

მე-3 ბაღი (160 ბავშვი)

ქალაქიდან - 110; დევნილი - 27; რაიონიდან - 7; ხოლო დანარჩენი 16 კი სხვადასხვა რაიონში რეგისტირებულია.

 

მე-4 ბაღი (200 ბავშვი)

ქალაქიდან - 119; დევნილი - 22; რაიონიდან - 55; ხოლო დანარჩენი 4 ბავშვიდან 3 რუსეთის მოქალაქეა, ხოლო ერთი ბავშვის რეგისტრაციის ადგილი გასარკვევი.

 

მე-5 ბაღი (172 ბავშვი)

ქალაქიდან 102; დევნილი - 13; რაიონიდან - 35; დანარჩენი 22 კი, სხვადასხვა რაიონიდან.

 

მე-6 ბაღი (172 ბავშვი)

ქალაქიდან - 121; დევნილი - 8; რაიონიდან - 24; სხვადასხვა რაიონიდან - 16; უმისამართო - 3

 

მე-7 ბაღი (76 ბავშვი)

ქალაქიდან - 54; დევნილი 4; რაიონიდან - 24; სხვადასხვა რაიონში რეგისტირებული - 6.

 

მე-9 ბაღი (221 ბავშვი)

ქალაქიდან - 123; დევნილი - 35; რაიონიდან - 59; თბილისი - 3; გასარკვევია - 1;

 

მე-10 ბაღი (264 ბავშვი)

ქალაქიდან - 184; დევნილი - 27; რაიონიდან - 30; თურქეთის მოქალაქე - 1; საბერძნეთის მოქალაქე - 1; მისამართი გასარკვევია - 15; საჩხერე-ქუთაისი - 6.

 

მე-12 ბაღი (112 ბავშვი)

ქალაქიდან - 83; დევნილი - 1; რაიონიდან - 15; სხვადასხვა რაიონიდან  13

 

მე-13 ბაღი (145 ბავშვი)

ქალაქიდან - 126; დევნილი - 4; რაიონიდან - 6; სხვადასხვა კუთხიდან - 9

 

მე-14 ბაღი (165 ბავშვი)

ქალაქიდან - 119; უმისამართო - 2; დევნილი - 9; რაიონიდან - 14; სხვადასხვა რაიონიდან - 20

 

მე-15 ბაღი (141 ბავშვი)

ქალაქიდან - 65; უმისამართო - 2; დევნილი - 24; რაიონიდან - 43; სხვადასხვა რაიონიდან - 6; რუსეთის მოქალაქე - 1

 

მე-16 ბაღი (150 ბავშვი)

ქალაქიდან - 122; დევნილი - 16; რაიონიდან - 9; სხვადასხვა რაიონიდან - 3

 

მე-17 ბაღი (182 ბავშვი)

ქალაქიდან - 73; დევნილი - 18; რაიონიდან - 68; სხვადასხვა რაიონიდან - 23

 

მე-18 ბაღი (155 ბავშვი)

ქალაქიდან - 89; დევნილი - 28; რაიონიდან - 22; სხვადასხვა რაიონიდან - 16

 

მე-19 ბაღი (244 ბავშვი)

ქალაქიდან - 88; დევნილი - 125; რაიონიდან - 13; სხვადასხვა რაიონიდან - 18

 

ჯამში

სულ 3032 ბავშვი

ქალაქში რეგისტირებული 1880

დევნილი 469

რაიონიდან მოსიარულე - 456

სხვადასხვა რაიონიდან - 227 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები