ახალი ამბები
აღდგომა და ხვალეო - 8 მარტიდან დაწყებული პრემიები

 

8 მარტთან დაკავშირებით პრემია გამგეობაში მომუშავე 59-მა მანდილოსანმა მიიღო, ხოლო აღდგომას, ყველას, 150-ვე თანამშრომელს ერგო. პრემიები ხელფასის იდენტური იყო.

 

ხაშურის გამგებლის ხელფასია 2600 ლარია ხოლო მისი მოადგილის - 1300 ლარი; ყველზე დაბალი ხელფასი სპეციალსტებს აქვთ და 450 ლარს შეადგენს. 

 

აღდგომის დღესასწაულამდე მიმდინარე წლის თებერვლის თვეში გამგეობის 17 თანამშრომლის წახალისებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4150 ლარი გამოიყო.პრემიები არც ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაუკლია და სააღდგომო პრემიები გამოიწერა,ადგილობრივი ბიუჟეტიდან თანხა სულ 21 თანამშრომლისთვის გამოიყო.პრემიის სახით მიღებული თანხა თანამშრომლების 1 თვის ხელფასის იდენტურია.მაგალითად:ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თვეში ხელფასის სახით ხელზე 2100 ლარს იღებს შესაბბამისად პრემიის ოდენობა ხელფასის ტოლია.

 

საბოლოო ჯამში სააღდგომო პრემიებისთვის გაცემული თანხა მხოლოდ საკრებულოს 21 თანამშრომელზე დაახლოებით 25 000 ლარია.ადგილობრივ ხელისუფლებას პრემიები არც ქალთა საერთაშორისო დღეს დაუკლია,მაგრამ მაშინ მხოლოდ ქალი თანამშრომლები გაანებივრეს. პრემიის სახით 6-მა ქალა 750 ლარი მიიღო,თითოეულმა 100 ლარი. მუნიციპალიტეტში პრემიების გაცემას საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ილია კაპანაძე ეხმაურება და ამბობს რომ, 

 

„იმის ფონზე რომ რაუიონში მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები პრემიებს არ უნდა იწერდნენ,მით უფრო რომ ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია და გასარემონტებელია საბავშვო ბაღები.მე მივმართე გამგებელ გურასპაშვილს ფლევის საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციის მოთხოვნით თუმცა უარი განაცხადა მიზეზად კი თანხის არქონა დაასახელა,თუმცა როგორც ვხედავთ თანხები პრემიებისთთვის გამოიძებნა“.განაცხადა კაპანაძემ.


სარვამარტო პრემიის გარეშე არც საკრებულოს ქალი თანბამშრომლები დარჩენილან 6-მა ქალმა პრემიის სახით 750 ლარი მიიღო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები