ახალი ამბები
მკვლელობა ფლავისმანში - დაკავებულია ეჭვმიტანილი

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში, ურთიერთშელაპარაკებისას, გულმკერდის არეში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა თანასოფლელებს – გელა გ-ს და მის ძმას, ბადრი გ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გელა გ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბადრი გ-ს სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

 

სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან ერთ საათში, გორის რაიონის სოფელ ფლავის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

Print

სტატიის გამოყენების პირობები