გამთენიისგან მგელი ჯერ მეხუთე სართულზე ბრჭყალებით ერთ-ერთი მობინადრის ბინის კარების გაღებას ცდილობდა. ხმაურზე ბინის პატრონმა სადარბაზოში სინათლე აანთო. სინათლის ანთებისას მგელი მეხუთე სართულიდან მეოთხე სართულზე ჩახტა, სადაც ასევე კარების გაღება სცადა. იქ მარტოხელა მოხუცი ცხოვრობდა.
ამასობაში მეხუთე სართულზე მცხოვრებმა მოქალაქემ მეზობლებს ტელეფონით შეატყობინა, რომ გარეთ არ გასულიყვნენ. გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. იმის გამო, რომ ქალაქში ნემსის გამკეთებელი არავინ აღმოჩნდა, პოლიციელები იძულებულები გახდნენ, 5 გასროლით მოეკლათ.
ფოტო: გადაღებულია ადგილობრივი მკვიდრის მიერ
სტატიის გამოყენების პირობები