პროექტის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია ალდაგი შიდა ქართლის რეგიონში მყოფ ფერმერებს კომბოსტოს, პომიდვრის, ხახვის, ატმის, ვაშლის, მარწყვის, მსხლის, ბალი/ალუბუბლის და ხორბლის კულტურების დაზღვევის პროდუქტებს სთავაზობს. აღნიშნული კულტურების დაზღვევა შემდეგ რისკებს მოიცავს: სეტყვა, ჭარბი ნალექი და ქარიშხალი. ამ სტიქიური მოვლენების შედეგად განადგურებული მოსავლით დამდგარ ნებისმიერ ზარალს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აანაზღაურებს. სადაზღვევო კომპანია ალდაგს აგროდაზღვევის მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. აღსანიშნავია, რომ ამ სახეობაში ალდაგს 3 მილიონამდე ლარის ზარალი აქვს ანაზღაურებული.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებას და აგრო სექტორში სადაზღვევო ბაზრის დამკვიდრებას. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ფერმერებს დაუფინანსებს სადაზღვევო პრემიის დიდ ნაწილს (40%-დან 60%-მდე). მაგალითისთვის, ვაშლის ბაღის დაზღვევისათვის, თუ მოსავლის სახით 1 ჰა–ზე უნდა მიიღოს 25 ტონა პროდუქცია,რომლის ღირებულება შეადგენს 20000 ლარს ფერმერს ამ თანხის 3,4% ანუ 680 ლარის გადახდა მოუწევს. პრემიის დანარჩენ ნაწილს 1020 ლარს სახელმწიფო აანაზღაურებს, 1 ტონა ვაშლის მოსავლის დაზღვევისთვის, კი ფერმერს მაქსიმუმ 27,2 ლარის გადახდა მოუწევს. 40,8 გადაიხდის სააგენტო
სადაზღვევო კომპანია ალდაგი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოსთან“ და საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით, ფერმერებს აგროდაზღვევის პოლისების შეძენის მოქნილ და გამარტივებულ სქემას სთავაზობს. ფერმერებს საშუალება ეძლევათ სადაზღვევო პრემიის შეღავათიან პირობებში დაფინანსებისთვის მიმართონ კრედოს და საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის თაობაზე სადაზღვევო
კომპანია ალდაგი მთელი საქართველოს მასშტაბით,
აქტიური საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს.
სტატიის გამოყენების პირობები