ახალი ამბები
იფნიანში დაკარგული სანადირო თოფი - ,,სოფელში ჭორია"

 

შეგახსენებთ, 65 წლის როინ აბრამიშვილი და 35 წლის ალექსანდრე ჩიმახიძე 14 მაისს დააკავეს.

 


ვახტანგ საჩალელმა, გაიოზ ბათილაშილმა და გუჯა ჯიქურაძემ ტყიდან გამოქცევა მას შემდეგ შეძლეს, როდესაც მეგობრების დაკავება გაიგეს. ხოლო ის მობილური და სანადირო თოფი, რომელიც იფნიანის ტყეში დარჩა, სავარაუდოდ ერთერთ მონადირეს  ეკუთვნოდა.

 

ვახტანგ საჩალელი ამბობს, რომ იფნიანში ის და მისი მეგობრები წყლის არხს ეძებდნენ მხოლოდ.

 

,,14 მაისს დახლოებით 12 სა-თზე გუჯა ჯიქურაძესთან და გაიოზ ბათილაშვილთან ერთად, ვიმყოფებოდით მდინარე ლეხურის მარცხენა სანაპიროზე და ვეძებდით არხს, რომელიც წარსულში გამოედინებოდა. გუჯა ჯიქურაძემ როინ აბრამიშვილს დაურეკა მოსაკითხად,  რუსებმა დამაკავესო, იყო პასუხი. ამის შემდეგ შევატყობინეთ შესაბამის ორგანოებს და  დაკავებულების ოჯახის წევრებს შევატყობინეთ." - ამბობს ვახტან საჩალელი.

 

 ჩიმახიძის დედა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აცხადებს რომ, მისი შვილი გამთენიისას სოკოს საკრეფად წავიდა. ,,დღის მეორე ნახევარში შევეცადეთ დავკავშირებოდით მობილურ ტელეფონზე თუმცა უკვე გამორთული ქონდა, მოგვიანებით შეგვატყობინეს რომ რუსმა მესაზღვრეებმა დაკავეს" - გვითხრა ნათელა ჩიმახიძემ. მას სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია არა აქვს. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები