ახალი ამბები
დაკავებულთა სტატისტიკა პირობით საზღვართან - მიმდინარე წელს

 

 

2015 წლის პირველ მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ IDFI-ს მოაწოდა ინფორმაცია 2013-2015 წლებში რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარების მიერ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის დარღვევისთვის დაკავებულ საქართველოს მოქალაქეების შესახებ. მსგავსი ინფორმაცია ინსტიტუტს სამინისტროდან მიღებული აქვს აგრეთვე 2013 წელს, რომელიც მოიცავდა 2009-2012 წლების მონაცემებს.

 

შსს-დან მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 2009-2015 წლებში საოკუპაციო ჯარის მიერ ე.წ. „საზღვრის უკანონო“ გადაკვეთის ბრალდებით სულ დაკავებულია 2 117 საქართველოს მოქალაქე, რომელთაგან 1 416 პირი დაკავებულია აფხაზეთის, ხოლო 701 პირი კი ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ზოლის გადაკვეთისათვის. 2013 წელს 2012 წელთან შედარებით აღნიშნული შემთხვევები თითქმის გაორმაგებულია და საოკუპაციო ჯარების მიერ დაკავებულია 553 პირი, 2014 წელს - 512 პირი.

 

ცხინვალის რეგიონის მიმართულებითაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება 2013 და 2014 წლებში. სამინისტროს მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით როგორც 2013 ასევე 2014 წელს აღნიშნული მიმართულებით დაკავებულია 142 პირი. 2015 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით ცხინვალის რეგიონის მიმართულებით დაკავებულთა რაოდენობამ 23 პირი შეადგინა.

 

იმის გამო, რომ აღნიშნული კვლევა აპრილშია ჩატარებული, მაისის მონაცემების გათვალისწინებით, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით დაკავებულთა რიცხვი გაცილებით, დაახლოებით 5 ერთეულით მეტია, რადგან მასში 14-15 მაისს სოფელ საკორინთლოსა და აძვში დაკავებულების მონაცემები არ შედის.

 

წყარო

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები