ახალი ამბები
,,ნაციონალები ვაართ ჩვენა" - გორი წითელი არ არის

 

ანდრო ბარნოვის მოწოდება  გორში კომუნისტებისა და საზოგადოება სტალინელების მიერ, 2015 წლის 9 მაისს, გამართულ აქციას მოჰყვა. 9 მაისს ვეტერანებმა და მოქალაქეებმა ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი აღნიშნეს, სადაც საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ამჟამინდელი დროშებიც ფრიალებდა. იყო ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მოთხოვნებიც. გორის მერიასა და საკრებულოს სტალინის ძეგლის დადგმა მოსთხოვეს.

 

ანდრო ბარნოვის დაანონსებული შეკრება, სწორედ, 9 მაისის კონტრაქციად შეფასდა. გორის თეატრის ეზოში, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და თბილისელი აქტივისტები იმყოფებოდნენ. კონტრაქციის დაწყებამდე თეატრის ეზოში მყოფ გორელებსა და აქციის მონაწილეებს შორის, სტალინის ძეგლთან დაკავშირებით, სიტყვიერ დაპირისპირება მოხდა. აქციაზე ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილო ადამიანებიც მივიდნენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები