სოფელ აბანოს მკვიდრი ლეილა მიქელაძე ამ მოსაზრებას სოფლის წარმომადგენელს აცნობდა, ხოლო მუნიციპალიტეტის გამგებელს უთხრა, რომ მდინარეზე სამანქანო გადასასვლელი ხიდი ჯერჯერობით სოფელ კოდასთან დააკავშირებს. კოდას იქით კი ოსური სოფლებია.
შეკრებაზე ადგილობრივი მკვიდრი ლელა ხახიშვილიც იმყოფებოდა, რომელსაც შვიდი შვილი ჰყავს. მისი უფროსი შვილი სკოლას ამთავრებს, ხოლო უმცროსი, ამჟამად, 2 წლისაა. წელიწადნახევრის წინ სოფელში სტუმრად მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხახიშვილების ოჯახს, სწორედ, უმცროსი შვილი მოუნათლა.
ლელა ხახიშვილი ფიქრობს, რომ ვიდრე საბავშვო ბაღის რემონტი დამთავრდება, უმჯობესია, საბავშვო ბაღი, დროებით, ახლადაშენებულ სკოლის შენობაში განთავსდეს. ეს ამბავი შეკრებაზე მყოფ სხვა პედაგოგებსაც მოეწონათ. პედაგოგები ადასტურებენ, რომ სკოლაში საკმარისი ოთახებია, ხოლო სკოლა და ბაღი ერთმანეთის მუშაობას ხელს არ შეუშლის.
,,განათლებაზე უნდა ვიფიქროთ, ეს კონფლიქტის ზონაა და ამ კუთხით მეტი ყურადღებაა საჭირო. მაგალითად, ჩემს 5 წლის შვილს პირველ კლასში გაუჭირდა იმიტომ, რომ ბაღში არ უვლია" - თქვა ლეილა ხახიშვილმა.
სტატიის გამოყენების პირობები