საქმე იმაშია, რომ 2015 წლის 19 მაისს გორის რაიონულ სასამართლოში გირაოთი გათავისუფლებულ ტარიელ გურგენიძის რიგით მე-12 სასამართლო პროცესი გაიმართა. ტარიელ გურგენიძე 2013 წლის 12 ივნისს სოფელ მეჯვრისხევში საკუთარის ბინის ჩხრეკის დროს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ტარიელ გურგენიძემ, ცნობის გაცემის სანაცვლოდ, რუსლან მამედოვისგან ქრთამი მოითხოვა და გამოართვა. ტარიელ გურგენიძის განცხადებით, პოლიციის აგენტმა რუსლან მამედოვმა დანაშაულის პროვოცირება მოახდინა.
ოთარ კორინთელი - ,, რუსლან მამედოვს ამ ფაქტამდეც ვიცნობდი. ბევრი საერთო მეგობარი გვყავს, პირველად რუსლანი თბილისში მეგობრის სახლში სუფრაზე ვნახე. მეგობრის სახელი და გვარი აღარ მახსოვს. 2013 წლის 5 ივნისს შემთხვევით ვნახე, ვსაუბრობდით და საუბრისას მან მითხრა რომ ახორციელებდა საქონლის ყიდვა-გაყიდვას მაშინდელმა სოფელ მეჯვრისხევის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ტარიელ გურგენიძემ მას ცნობის გაცემის სანაცვლოდ მოსთხოვა 50 ლარი. ასევე მაჩვენა ცნობა, რომელზეც სოფელ მეჯვრისხევის ტერიტორიული ორგანოს ბეჭედი ერტყა. ამ ფაქტის გაგებისთანავე ვაცნობე ხელმძღვანელობას და ჩავაყენე საქმის კურსში.12 ივნისს მივიღე დავალება ტარიელ გურგენიძის სახლის ჩხრეკის თაობაზე. მივედით მის ბინაში. ჩხრეკა განხორციელდა მისი ძმის ვლადიმერ გურგენიძის თანდასწრებით. საძინებელ ოთახში მდგარი კარადიდან გამოვიღეთ ტყავის ქურთუკი. ქურთუკის შიდა ჯიბეში აღმოვაჩინეთ 6 ცალი, ჩვენს მიერ დანომრილი, ორმოცდაათლარიანი და 4 ასლარიანი“.
ლევან შავარდენიძე - ,, 5 მაისს მივიღეთ ოპერატიული შეტყობინება ტარიელ გურგენიძეზე, რომელიც მოქალაქეებს ცნობის გაცემის სანაცვლოდ ქრთამის სახით სთხოვდა გარკვეულ თანხას. აღნიშნულ დავალებაზე ჩვენ გავედით 12 ივნისს. მივედით გურგენიძის სახლში. დამკავებელი პირი ვარ მე. ასევე ჩავატარე პიროვნების ჩხრეკა და ამოვიღე მეჯვრისხევის ტერიტორიული ორგანოს ბეჭედი. სხვა რაიმე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიმიღია.“
დიმიტრი კურტანიძე - ,, აღნიშნულ საქმეში მე ჩავატარე, მხოლოდ, პიროვნების პირადი ჩხრეკა. მახსოვს, რომ მხოლოდ სოფელ მეჯვრისხევის ტერიტორიული ორგანოს ბეჭედი აღმოაჩნდა ტარიელ გურგენიძეს. მე პირადად ეს დავალება მივიღე პროკურორის ზეპირი დავლებით."
ტარიელ გურგენიძე მოითხოვს დროულად დაიკითხოს ბრალდების მხარის ყველა მოწმე. სავარაუდოდ შემდეგ პროცესსზე დაიკითხება მთავარი მოწმე რუსლან მამედოვი. საქმის განხილვა გადაიდო 2015 წლის 25 მაის 3 საათზე.
იხილეთ ამავე თემაზე:
რუსლან მამედოვი ქართლსა და კახეთში
სტატიის გამოყენების პირობები