ცხინვალის იზოლატორიდან 3 მოქალაქე გაათავისუფლეს. ესენია
კოდისწყაროელი რამაზ ზადიშვილი და ზურაბ ტუხიაშვილი, გრემისხეველი -
დავით მიშელაშვილი.
ისინი სამხარეო პოლიციის შენობაში დასაკითხად მიიყვანეს.
რაც შეეხება მეოთხე მოქალაქეს, ის კვლავ ცხინვალში რჩება. ექიმის ვაჟა
გაფრინდაშვილის მიმართ დე-ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამ სისხლის
სამართლის კოდექსის მიხედვით დაიწყო გამოძიება.
ოსური მედია აცხადებს, რომ ექიმმა ე.წ. საზღვარი განზრახ გადაკვეთა.
გათავისუფლებულები აცხადებენ, რომ იზოლატორში დარჩენილი ექიმის
ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
სტატიის გამოყენების პირობები