ახალი ამბები
დაპირება: ბუნებრივი აირს ქვახვრელში წლის ბოლომდე ჩართავენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში, ბუნებრივ აირს, წლის ბოლომდე ჩართავენ. ამის შესახებ ადგილობრივ მცხოვრებლებს დაპირება გორის მერიიდან მისცეს.

მოსახლეობის განცხადებით, ცენტრალური ქსელიდან საბინაო ქსელთან მიერთებას, ,,სოკარჯორჯია" გაზის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.

აბონენტად აღრიცხვასთან დაკავშირებით, საჭირო თანხას ქვახვრელელები ეტაპობრივად გადაიხდიან.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები