ახალი ამბები
,,გრანდ" - იოზული არხები

 

უფლისციხესთან მომუშავე მუშები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აცხადებენ, რომ წყლის ნაკადმა გასავალი ვერ ჰპოვა. შესაბამისად, დამკვეთმა სამუშაოები დაიწუნა და მიღება-ჩაბარების აქტს ხელი არ მოაწერა. კომპანია კი, შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ თანხის ჩარიცხვას ელოდება. რამდენიმე მუშას ხელფასიც კი არ ჰქონდა აღებული. უფლისციხის მონაკვეთზე ამჟამად სამუშაოებია შეჩერებული. კერძოდ, - ე.წ. ნავთობბაზის ტერიტორიასთან. 

 

პროექტის შესახებ ზოგად ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობა ფლობს. როგორც ირკვევა, სამეურნეო-ინფრასტრუქტურული რეაბილიტაცია 2013 წელს დაიწყო.

 

,,ამჟამად, მესამე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს დოეს-გრაკლის მაგისტრალური არხის პირველ და სხვა რიგის გამანაწილებლებზე, რომელზეც 1 680 000 ლარი იხარჯება. პროექტი მსოფლიო ბანკის და „იფადი“-ს პროგრამის ფარგლებში ფინანსდება და მას შპს „გრანდი“ ახორციელებს." - აღნიშნულია გამგეობის განცხადებაში.

 

რაც შეეხება კიდევ ერთ პროექტს, კასპის მუნიციპალიტეტში საირიგაციო სისტემის, კერძოდ კავთისხევის N1 და N2 აწევის სატუმბი სადგურების რეაბილიტაცია ივნისისათვის დასრულდება.  ორივე სატუმბ სადგურებზე აღდგა სადგურების ელექტრომომარაგება, დამონტაჟდა ახალი სატუმბი აგრეგატები და ტუმბოები. 2 000 000 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო პროექტის შედეგით, კასპის რაიონის 5 სოფლის 2000 მოსახლე ისარგებლებს. სამუშაოებს, რომელიც 2014 წელს დაიწყო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებენ.



 

Print

სტატიის გამოყენების პირობები