ახალი ამბები
ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს 100 ლარი მიეცემათ

 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 5 იანვრის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ, დადგენილებაში შემდეგი ახალი მუხლი ჩაიწერა:

 

,,მუხლი 16 პრიმა 1" - ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის გადაუდებელი საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით დახმარების გაწევა" - ბენეფიციარებს პირველადი დახმარება გაეწევათ ეტაპობრივად შემდეგ პირველად საჭიროებებზე: საკვები, პირადი მოხმარების ნივთები, ჰიგიენის საშუალებები ან ფულადი დახმარება არაუმეტეს 100 ლარისა" - აღნიშნულია დადგენილების პროექტში.

 

დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიას განცხადებასთან ერთად დამცავი/შემაკავებელი ორდერი უნდა წარუდგინოს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები