ახალი ამბები
ზარდიანთკარში კიაზო გობოზოვი გარდაიცვალა - ოსური და ქართული სოფლის ქელეხი მავთულხლართთან
ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მცხოვრები, კიაზო გობოზოვი გარდაიცვალა. მისი სახლი ზარდიანთკარში მდებარეობს, ხოლო შვილები - ცხინვალში და ვლადიკავკაზში ცხოვრობენ.

96-წლის მოხუცის სურვილი იყო, რომ სიკვდილის შემდეგ, მეუღლის გვერდით, ოსურ სოფელ ხელჩუაში დაეკრძალათ. ხელჩუა ზარდიანთკარს ემიჯნება. ორ სოფელს შორის მავთულხლართებია.

დაკრძალვის დღეს ,,რკინის კარი“ გაიღო. ოსურ სოფელ ხელჩუადან ზარდიანთკარში სამძიმარზე შემოდიოდნენ.  ქელეხი საოკუპაციო ხაზთან ჩატარდა. ერთი სუფრა ზარდიანთკარში, მეორე კი, - ხელჩუაში გაიშალა.

საქონელი ხელჩუაში დაიკლა. ხაშლამა და შილაფლავი ,,ღია კარით" ზარდიანთკარში შემოჰქონდათ.

კიაზო გობოზოვი ზარდიანთკარიდან ხელჩუაში გადაასვენეს და მეუღლის გვერდით დაკრძალეს.

ნახეთ ვიდეორეპორტაჟში, თუ რა მოხდა 2019 წლის ზაფხულში? ამბავი კაცისა, რომლის სიკვდილმა ოკუპაცია მოშალა.


იხ. ამავე თემაზე:

,,ორმაგი" მოქალაქე ზარდიანთკარში ,,უკონტროლო ზონაში“ ცხოვრობს


Print

სტატიის გამოყენების პირობები