ახალი ამბები
ჩხუბი რესტორანში - სკოლის მოსწავლეებსა და სპორტსმენებს შორის

 

,,სპორტსმენები რომ ჩხუბოდნენ, ეგ რატომ ვერ დაინახეს? ბავშვები ბოლო ზარს აღნიშნავდნენ, თავისთვის წყნარად იყვნენ." - გვიხრეს მოსწავლეების ახლობლებმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე. მათი თქმით, თუკი ვიდეოჩანაწერებს ამოიღებენ, უფრო ბევრი დეტალი გახდება ცნობილი.

 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, რომ სპორტსმენების მხრიდან ჩხუბში სპორტული ცენტრის ხელმძღვანელი ნოდარ მეტრეველი მონაწილეობდა.

 

,,არ ვიცი, არ მახსოვს, მაგრად ვიყავი მთვრალი. მეგობრებთან ერთად ავედი რესტორანში და შემდეგ დაბლა ატყდა ჩხუბი. არ მახსოვს არაფერი" - აცხადებს ნოდარ მეტრეველი, სპორტული ცენტრის ხელმძღვანელი.

 

რესტორნის ადმინისტრაცია კატეგორიულად აცხადებს, რომ ჩხუბი არ მომხდარა. მათი თქმით, პოლიციას ვიდეოჩანაწერები არ ამოუღია, ჩანაწერების ნახვის უფლება თვითონაც არა აქვთ.

 

რესტორანში მოსწავლეები სკოლის დამთავრებას აღნიშნავდნენ. სასამართლო დღეს გაიმართა და მოსწავლეები ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდნენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები