ახალი ამბები
,,დანერგე მომავალი" - 14 პროექტი დამტკიცდა

 

ბაღების გაშენების  პირველი ეტაპი დასრულებულია, მომდევნო ეტაპი შემოდგომაზე განახლდება ,სააგენტო  განაცხადების მიღებას უკვე 15 ივლისიდან დაიწყებს. 

 

პროექტის ფარგლებში 14 ბენეფიციარზე გაცმულია  581,476.11 ლარის დაფინანსება . 89.63  ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებულია   84,3 ჰა  ვაშლის კულტურა, 1 ჰა -ატამი, 3.09 ჰა ქლიავი, 1,2 ჰა ბალი. 


მიმდინარე თვის ბოლომდე შიდა ქართლსა  და გურიაში ვაშლის, ატმის, ქლიავისა და ბლის  ბაღები გაშენდება. სარწყავი სისტემის მოწყობისთვის ასევე ახალი ხეხილის ბაღების გაშენების ხელშეწყობის მიზნით ყველა  ბენეფიციარი  სააგენტოს დახმარებით დაფინანსებას მიიღებს.   

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივთ, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის  სააგენტომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ განხორციელება თებევრლის ბოლოდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.

 

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს:

 

•ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს;

 

•სანერგე მეურნეობის შემთხვევაში - მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს. 

 

პროექტის „დანერგე მომავალი“ განხორციელებისთვის ორი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 1 000 – 1 200 ჰა-ზე  თანამედროვე ტიპის ბაღის და 30 – 40 ახალი, თანამედროვე სანერგე მეურნეობის გაშენება, რაც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტ-ჩანაცვლების, ხოლო, მეორე მხრივ, საექსპორტო პოტენციალის ზრდის პროცესს.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები