ახალი ამბები
ვაჟა გაფრინდაშვილი: ,,არც ველოდებოდი, რომ ეს მოხდებოდა"
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებულია. მან სამხრეო პოლიციის შენობა უკვე დატოვა და ოჯახთან ერთად თბილისისკენ გაემართა. ჟურნალისტებს შეპირდა, რომ სპეციალურ შეხვედრას მოიწვევს.

„სრულიად მოულოდნელია. არც ველოდებოდი, რომ დღეს ასე მოხდებოდა. გუშინ მომაწოდეს ინფორმაცია, რომ 31-ში იყო სააპელაციო სასამართლო, რომელზეც, მართალი გითხრათ, თავს ვიკავებდი. ალბათ უფრო ჯერ ემოციებით ვარ დატვირთული და ცოტა ძნელია, რომ გითხრათ... პირველ რიგში, მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი ეს სიტუაცია. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობა იქნება, პარლამენტი, პოლიცია, უშიშროება... (მადლობა) ჩემს ლამაზ მეუღლეს, ბრწყინვალე შვილებს და ყველა იმ ჩემს მეგობარს, რომლებიც ამ თვე-ნახევრის განმავლობაში გვერდში მედგნენ“, - აცხადებს ვაჟა გაფრინდაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ემოციურ ვიდეოკომენტარში.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი 28 დეკემბერს გაათავისუფლეს.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ადგილობრივი მედიის ცნობით, ექიმი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა.

ფოტო: ნათია ომაძე

Print

სტატიის გამოყენების პირობები