შავი ცუგა, რომელიც 3 წლისაა და ოჯახისგან დაკარგული იყო, დღეს სახლში
დაბრუნდა. განსაკუთრებული სიხარული კი, ოჯახის ყველაზე პატარა წევრმა
გამოხატა.
შავ ცუგას ჰქვია ,,გოგო". ის რამდენიმე დღის წინ მაშველებმა მდინარე
მეჯუდას სანაპიროდან ამოიყვანეს და გორის მუნიციპალური სერვისების
სააგენტოში გადაიყვანეს.
სააგენტოს წარმომადგენელმა თამარ აფციაურმა ძაღლის შესხებ ფოტოები
სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ძაღლი პატრონებმა იცნეს. ოჯახი
ლერმონტოვის ქუჩაზე, მდინარე მეჯუდის სანაპიროსთან ახლოს
ცხოვრობენ.
,,ძალიან გამეხარდა, რომ ამ ძაღლს პატრონი გამოუჩნდა. ძალიან
საყვარელი ძაღლია, ხელებზე სულ მეფერებოდა, პირველივე დღიდანვე
გავავრცელეთ ინფორმაცია, რომ ის სავარაუდოდ დაკარგული იქნებოდა,
მიხარია, რომ ბავშვი გაახარეს ბებიამ და დედამ." - გვითხრა
მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ აფციაურმა.
სტატიის გამოყენების პირობები