ახალი ამბები
ფესტივალი - ნიქოზი 2015

 

ფესტივალის მიზანია: ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედების წარმოჩენა, ხელშეწყობა, ზოგადად, ფოლკლორულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა; ახალგაზრდა ფოლკლორული ანსამბლების, საეკლესიო გუნდების ხელშეწყობა; გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა წახალისება და პოპულარიზაცია; მომავალი თაობის კეთილგანწყობის, ერთიანობის, თანადგომისა და სოლიდარობის წარმოჩენა.

 

ადგილობრივი მოსახლეობის გარდა ფესტივალს დაესწრებიან: ფოლკლორისტები, ეთნომუსიკოლოგები, მომღერლები, ლოტბარები, მგალობელ-რეგენტები, ხალხური რეწვის ოსტატები, საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები, თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან ჩასული სტუმრები.

 

ფესტივალზე დამსწრე საზოგადოებას მიესალმებიან და ბავშთა დღეს მოულოცავენ ფოლკლორული ანსამბლები: „მართვე", „ერქვანი", „ჩოხოსნები", „ალილო", „კირიალესა", „თორელები", „ბიჭები", „კასპის სალოტბარო სკოლა", „მახარობლები" და „არსიანი".

 

ფესტივალის ორგანიზატორები: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ფონდი „ქართული გალობა", კოპანია „კასტელ-ჯორჯია", კომპანია „ბორჯომი" და „დუგლაძეების ღვინის კომპანია".

 

ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება 12:00 საათზე - ნიქოზის საკათედრო ტაძარში, ხოლო კონცერტი - 13:00 საათზე, ნიქოზის საშუალო სკოლის ეზოში გაიმართება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები