ახალი ამბები
ბაღების ,,დიდი გაერთიანება" გორის რაიონში

 

2015 წლის პირველი კვარტალში გორის რაიონის საბავშვო ბაღებზე 629 000 ლარი უკვე დაიხარჯა. ლია მერებაშვილის თქმით, რომელიც რაიონის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსია, წლის ბოლომდე, ფაქტიური ხარჯი 1 მლნ 550 000 ლარია.

 

,,აქედან გამომდინარე, ეკონომია 550 000 ლარამდე გვრჩება" - აცხადებს ლია მერებაშვილი. ეკონომია იმ ახალი საბავშვო ბაღების სუბსიდირების შემთხვევაშიც რჩება, რომელსაც გამგეობა გახსნას უპირებს. მათი რაოდენობა - 6-ია.

 

შეგახსენებთ, ეს საკითხი მომავალ საკრებულოს სხდომაზე განსახილველად მოამზადეს. კომისიამ შეთავაზებული წინადადება მოიწონა.

 

კომისიის სხდომაზე მყოფმა წევრებმა, რომლებიც სხვადასხვა სოფლებში არიან არჩეულები, სკვერებისთვის თანხები მოითხოვეს. ლია მერებაშვილმა უპასუხა, რომ თავისუფალი ნაშთიდან სკვერებისთვის და საბავშვო ბაღების ინვენტარისთვის თანხები არ რჩებათ.

 

,,მაგალითად, ვარიანის საბავშვო ბაღისთვის 50 000 ლარი გადავრიცხე. ბევრი ფული უნდა რა" - განმარტა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა.

 

კარალეთის წარმომადგენელმა საკრებულოში მოითხოვა მოხრეშვითი სამუშაოების დაჩქარება. 

 

,,ესე მითხრა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, გამოიდაროს და მოვხრეშავთო. აჰა, უკვე გამოიდარა და რაღას ელოდებიან" - განაცხადა ივანე არჩუაძემ.

 

,,კიდევ შეაწუხე" - დაარიგა საფინანსო-სამსახურის უფროსმა.

 

,,გამოდარებაში ალბათ მტვერი რომ აუვა გზას, ის იგულისხმება" - დისკუსიაში საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე სოსო ვანიშვილი ჩაერთო.

 

ფოტოზე: ლია მერებაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები