ახალი ამბები
გამგებლის მოადგილე: ,,,მოწამვლაში 400 დოლარს იხდით, დაზღვევის 90 ლარს?"

 

,,თუ წელიწადში 90 ლარი იყო გადასახდელი, ეს არ ვიცოდით" - უთხრეს გია წვერავას მერეთის თემში შემავალი სოფლების მოსახლეობამ.

 

,,რამდენს იხდით მოწამვლაში?" - ჰკითხა გამგებლის მოადგილემ.

 

,,400 დოლარი დაგვიჯდა უკვე, 5 მოწამვლა" - უპასუხეს მათ.

 

,,ესე იგი, 800 ლარი დაგიჯდათ მოწამვლა, ხოლო სახელმწიფო 1600 ლარს იხდის დაზღვევაში. თქვენ მხოლოდ 90 ლარი უნდა გადაგეხადათ" - განუმარტა წვერავამ მერეთელებს.

 

,,ტელევიზორს არ ვუყურებთ" - განაცხადეს სეტყვისგან დაზარალებულებმა. ,,დაზღვევა კი გაგვიგია, მაგრამ თუ 90 ლარი იყო გადასახდელი, ეს არ ვიცოდით" - განმარტეს მათ.

 

ცნობისათვის, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ,,ალდაგის" მეშვეობით  მიმდინარე წელს ხორციელდება, გორის რაიონში პირველ კვარტალში სულ 330 ბენეფიციარმა დააზღვია მოსავალი. 

 

მსგავსი თემები:

 

გამგებელი: ,,კი, ბატონო, გადავდგები"

 

ოპოზიციის გეგმები სეტყვისგან დაზარალებულების შესახებ

 

რწმუნებულების დათვლილი სეტყვის ზარალი

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები