ახალი ამბები
პატრულის უფროსი ავტობანზე მოცურდა

 

ძლერი წვიმისა და ცუდი ხილვადობის გამო სოფელ ხურვალეთთან ორი მანქანა იყო მოცურებული. ამის ამსახველი ვიდეო-მასალა Qartli.ge-მ გუშინ გამოაქვეყნა. სწორედ, ამ ადგილისკენ მიიჩქაროდა ე.წ. ტრასის უფროსი ვასილ მუმლაძე.

 

პირველადი ვერსიით, ხურვალეთთან და შავშვებთან მანქანები ავტობანზე დაგუბებულმა წყალმა მოაცურა. აღნიშნულ ადგილებში ბეტონის საფარი დაწეულია და წვიმის წყალი დგება.  ხურვალეთთან მოცურებული მანქანების მძღოლებიც და პატრულის სახაზო სამმართველოს უფროსიც ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდნენ.

 

ფოტო: გადაღებულია 2015 წლის 5 ივნისს ხურვალეთთან

Print

სტატიის გამოყენების პირობები