28 წლის მამაკაცს, დის ცემის გამო, 2 წლის განმავლობაში,
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომითი საქმიანობა დააკისრეს. ამის
შესახებ გადაწყვეტილება დღეს მოსამართლე ლევან დარბაიძემ მიიღო.
მოსამართლის განმარტებით, ამ შემთხვევაში სახეზეა სქესზე დაფუძნებული
ქალის მიმართ დანაშაული.
,,იმის გამო, რომ დას დაენგრა ოჯახი და დაბრუნდა მშობლების სახლში
საცხოვრებლად, არ უნდა გახდეს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის
საფუძველი. მაგრამ რადგან აღიარე დანაშაული და მოინანიე, ეს გახდა
სასჯელის შემამსუბუქებელი გარემოება" - განმარა მოსამართლემ.
პროკურორის განცხადებით, მამაკაცმა საკუთარ დას, რომელსაც ოჯახი
დაენგრა და მშობლების სახლში დაბრუნდა, არასრულწლოვანი შვილების
თანდასწერებით, ფიზიკურად გაუსწორდა,
დასკვნით სიტყვაში ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ ბრალდებულს
მანამდე არანაირი დანაშაული აქვს ჩადენილი და სასამართლომ განაჩენის
გამოტანისას იმსჯელოს პირობით მსჯავრზე.
სტატიის გამოყენების პირობები