ახალი ამბები
5 მედალი გორში - საქართველოს ჩემპიონატზე გორელმა ძიუდოისტებმა წარმატებით იასპარეზეს
თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ძიუდოში გორელმა სპორტსმენებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალის მოიპოვება შეძლეს.

ტურნირი 2003-2005 წწ დაბადებულთა შორის გაიმართა.

ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა 63 კგ-ში მოასპარეზე რუსუდან მშვიდობაძემ (შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლა).

ამავე წონაში ვერცხლის პრიზიორი გახდა კიდევ ერთი გორელი ეთერ ასკილაშვილი (გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლა).

მესამე პრიზიორები გახდნენ:

ნინო იაშვილი (44 კგ. გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლა),

მარი მაისურაძე (+70 კგ. შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლა) 

მარიამ ბურძენაძე (63 კგ. ძიუდოს კლუბი ,,გორი ჯვარი").

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები