ახალი ამბები
რა დახმარებას სთავაზობს წითელი ჯვარი გორის სოფლებს

 

წითელი ჯვარი სიებს მუნიციპალიტეტისგან  9 ივნისამდე ელოდება

 

,,მინდა, რომ ხვალამდე წარმოადგინოთ სიები, მათ შორის, ვინც უსახლკაროდ დარჩა. მითითებული იყოს სახელი გვარი, პირადობის ნომერი და დასახლების სახელი. გარდა ამისა მიეთითოს სულადობა, ხოლო შენიშვნაში მიუთითეთ დაზიანების სახე და მისი წარმოშობის მიზეზი." - განაცხადა დავით ჩიხრაძემ.

 

სოციალური სამსახურის უფროსის განმარტებით, ამ პროგრამაში საკვების, ფქვილისა და სხვა სახის პროდუქტების გადაცემა არ იგულისხმება. მხოლოდ და მხოლოდ - საოჯახო პირველადი მოხმარების ნივთები.

 

თათბირზე აღინიშნა ისიც, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში სტიქიური უბედურებებისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურების მუხლიც დევს, რომელიც ასეთ შემთხვევაში ფულადი სახით, 1000 ლარამდე დახმარებას ითვალისწინებს.

 

,,ამ მუხლით იმ ოჯახებს გაეწევა დახმარება, რომელსაც, მაგალითად, სახურავი აეხადა, ან კედელი დაუზიანდა. ასეთ ფაქტებს ინფრასტრუქტურის სამსახური შეისწავლის" - აღნიშნა ჩიხრაძემ.

 

თათბირზე მაგალითისთვის სოფელ ნადარბაზევის შემთხვევა მოიყვანეს, სადაც  ქარმა და წვიმამ სახურავი ორ ოჯახს დაუზიანა.

 

გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გორის რაიონში 16 ასეთი ფაქტი მოინიშნა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები