ასეთი მდგომარეობა გორში, წმინდაწყალზე. სტუმრებმა კორპუსის ეზოში
დამდგარი წყლის გამო ახლობლის ბინამდე ვერ მიაღწიეს.
,,იქნებ მოხედოს ვინმემ ამ კორპუსს. ხალხი სახლებში ნავტიკებით შედის"
- გვწერს მოქალაქე.
ფოტოები ყიფიანის ქ. #13-ში დღესაა გადაღებული.
გორის მუნიციპალიტეტის მერიაში საკითხს შეისწავლიან. როგორც მერიაში
აცხადებენ, არსებობს თანადაფინანსების პროგრამა, რომლის ფარგლებში,
ამხანაგობას შეუძლია ინფრასტრუქტურის სამსახურს მიმართოს.
სტატიის გამოყენების პირობები