55 წლის ლალი თედიაშვილი ,,გორმედი"-ში ვოლვულუსის (ნაწლავების გადახლართვა. ნაწლავების მწვავე გაუვალობა) დიაგნოზით საკუთარი ფეხით მივიდა.
ოჯახის წევრების განცხადებით, ოპერაციას ასეთი ფატალური შედგი არ უნდა დამთავრებულიიყო. ისინი ეჭვობენ, რომ ექიმების მხრიდან დაუდევრობას ჰქონდა ადგილი. სახელმწიფო ექსპერტიზასთან ერთად, კერძო ექსპერტიზის ჩატარებას აპირებენ.
პაციენტის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება პოლიციამ დაიწყო და ცხედარი გაძლიერებული დაცვის ქვეშ პროზექტურაში გადაასვენეს. გარდაცვლილის მეუღლეს და სიძეს ჰოსპიტლის ექსპერტი ღამის პირველ საათზე შეხვდა და დაპირდა, რომ გამოკვლევას კერძო ექსპერტთან ერთად მომდევნო დღეს, 10 ივნისს 14 საათის შემდეგ გააკეთებს.
,,გორმედი"-ს საავადმყოფოში მორიგე ექიმმა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. საკითხს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოც შეისწავლის.
სტატიის გამოყენების პირობები