ახალი ამბები
ტოტალიზატორში დაყრილმა ფულმა გირაო ,,მოიგო"

 

პროკურორმა დღეს გამართულ სხდომაზე აღნიშნა, რომ ფული მართლაც ერთ-ერთ აპარატთან ეყარა.

 

,,ბრალდებულმა ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. შესვლისას მან ერთ-ერთი აპარატის წინ დაყრილი ფული დაინახა. მივიდა, აიღო თანხა და ითამაშა" - აღნიშნა პროკურორმა.

 

ბრალდებულის ადვოკატის ნინო შავშიშვილიც ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა თანხა ძირს დაყრილი იპოვა.

 

,,ბრალდებული ნასვამი იყო და არ იცოდა, რას აკეთებდა. ამჟამად ინანიებს ჩადენილ ქმედებას" - განაცხადა ადვოკატმა. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ბრალდებულმა თანხა სათამაშო აპარატიდან მოიპარა და, შესაბამისად, ქურდობის კვალიფიკაცია, (177-ე მუხლი) მიეცა.

 

პროკურორმა ია მეფარიშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო 4 000 ლარის ოდენობით მოითხოვა. ადვოკატმა კი - 1000 ლარი. მოსამართლემ პროკურორის მოთხოვნა ნაწილობრივ, 2000 ლარის ფარგლებში დააკმაყოფილა.

 

დაკავებულს 2 შვილი ჰყავს, იპოთეკით დატვირთულ ბინაში წმინდაწყალზე ცხოვრობს. გირაოს გადახდის შემთხვევაში წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები